აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი“ სავაჭრო პარტნიორის სტატუსის ჩამორთმევას და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის სენატში რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების გამკაცრებას ასივე სენატორი მიემხრო.
სენატის შემდეგ კანონპროექტმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლა, სადაც რუსეთისთვის სავაჭრო სტატუსის ჩამორთმევას 420-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი სამის წინააღმდეგ, ნავთობის იმპორტის შეზღუდვას კი, 413 კონგრესმენმა, ცხრა კი წინააღმდეგი იყო.
პროცედურის თანახმად, კანონპროექტს ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც ცნობილია, რომ აღნიშნულ ზომებს მხარს უჭერს.