logo_geo
eng_logo
ლიზ ტრასი: პუტინსა და რუსეთს კრამატორსკის სადგურზე მიტანილი იერიშის გამო, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
- +

8 აპრილი. 2022. 16:03

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მიტანილი იერიშის გამო, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამიზნება ომის დანაშაულია.

 

„გაოგნებული ვართ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სარკინიგზო სადგურზე, სარაკეტო თავდასხმების შესახებ საშინელი ცნობებით. მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნება ომის დანაშაულია. ჩვენ რუსეთსა და პუტინს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ“, - წერს ლიზ ტრასი „ტვიტერზე“.

 

მომხდარი ასევე, ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენლმა უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში, ჟოზეფ ბორელმაც დაგმო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner