logo_geo
eng_logo
რუსებმა გაანადგურეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის არქივი და ანალიტიკური ლაბორატორია
- +

8 აპრილი. 2022. 17:14

 

 

უნიკალური არქივი, რომელსაც უკრაინელები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე წლობით აგროვებდნენ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის აკრძალული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ სიროტამ განაცხადა.

 

„ეს არის ყველაფერი, რაც რჩება ჩვენი ჩერნობილის დოკუმენტებიდან და არქივებიდან. რასაც ჩვენ ვაგროვებდით ათწლეულების განმავლობაში, რუსებმა ნაგავში გადაყარეს“, - წერს სიროტა.

 

სიროტამ, ასევე, დასძინა, რომ ჩერნობილის ზონაში რუსებმა შენობების თითქმის ყველა ოფისი მნიშვნელოვნად დააზიანეს და გაძარცვეს.

 

„დამპყრობლებმა მოიპარეს არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების ქონება, არამედ თანამშრომლების პირადი ნივთებიც. ჩერნობილში გაძარცვეს და გაანადგურეს თანამედროვე ანალიტიკური ლაბორატორია, რომლის ღირებულება 6 მილიონი ევრო იყო.

 

ეს იყო უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით და ახერხებდა მომსახურების გაწევას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ეტაპებზე“, - განაცხადა ალექსანდრ სიროტამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner