საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მალე დამთავრების მცირე იმედი არსებობს.
„სამწუხაროდ, ეს ომი არ შეჩერდება მომდევნო დღეებში“, - განუცხადა მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია RTL-ს.
მან აღნიშნა, რომ 9 მაისი რუსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი დღეა და განაცხადა, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ „პრეზიდენტ პუტინისთვის 9 მაისი გამარჯვების დღე უნდა იყოს“.
„ვფიქრობ, ისინი თავიანთ ძალისხმევას დონბასზე მიმართავენ. ვფიქრობ, დონბასში მომავალ დღეებსა და კვირებში ძალიან რთულ სცენებს ვიხილავთ“, - თქვა მაკრონმა.