logo_geo
eng_logo
მაკრონი: უკრაინაში ომის მალე დამთავრების მცირე იმედი არსებობს
- +

8 აპრილი. 2022. 19:31

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მალე დამთავრების მცირე იმედი არსებობს.

 

„სამწუხაროდ, ეს ომი არ შეჩერდება მომდევნო დღეებში“, - განუცხადა მაკრონმა ფრანგულ ტელეკომპანია RTL-ს.

 

მან აღნიშნა, რომ 9 მაისი რუსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი დღეა და განაცხადა, რომ თითქმის დარწმუნებულია, რომ „პრეზიდენტ პუტინისთვის 9 მაისი გამარჯვების დღე უნდა იყოს“.

 

„ვფიქრობ, ისინი თავიანთ ძალისხმევას დონბასზე მიმართავენ. ვფიქრობ, დონბასში მომავალ დღეებსა და კვირებში ძალიან რთულ სცენებს ვიხილავთ“, - თქვა მაკრონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner