მიხეილ პოდოლიაკი: დროა ვიფიქროთ ახალ ევროპულ „გაცვლის ვალუტაზე“ - 1 ბარელი რუსული ნავთობი = დანაწევრებული უკრაინელის 1 ლიტრი სისხლი
-
+
8 აპრილი. 2022. 21:28
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა რუსული ნავთობის მოხმარების გამო ევროკავშირი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„დროა ვიფიქროთ ახალ ევროპულ „გაცვლის ვალუტაზე“. 1 ბარელი რუსული ნავთობი დანაწევრებული უკრაინელის 1 ლიტრი სისხლი. რუსეთში მომუშავე 140 ევროპული კომპანია ბუჩას 1 ხოცვა-ჟლეტა. დაამატეთ თქვენი ორიგინალური „სისხლზე მომუშავე ბიზნეს იდეები“, - წერს პოდოლიაკი.