logo_geo
eng_logo
პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკის სადგურზე სარაკეტო დარტყმა რუსეთმა განახორციელა
- +

9 აპრილი. 2022. 13:29

 

 

პენტაგონმა დაადასტურა, რომ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე  ჩამოგდებული რაკეტა „ტოჩკა-უ“ რუსებმა გაისროლეს.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჯერა რუსული მხარის, რომლებმაც თქვეს, რომ ეს მათ არ ჩაუდენიათ. თავდაპირველად მათ წარმატებული სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადეს, უარყოფა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც დარტყმის შედეგები გახდა ცნობილი“, - აცხადებენ პენტაგონში.

 

პენტაგონი, ასევე, მიიჩნევს, რომ კრამატორსკზე შეტევისთვის რუსეთი მე-18 მოტომსროლელ დივიზიას გამოიყენებს, რომელიც  2021 წელს შეიქმნა

 

დივიზია შედგება სამი მოტორიზებული ქვეითი პოლკისგან, ასევე, ჯავშანტექნიკისგან.

 

„კრამატორსკი აღმოსავლეთ უკრაინის მთავარი სარკინიგზო კვანძია. ჩვენ ვხედავთ ქვედანაყოფებისა გადაადგილებას და ძალის გამოყენებას ამ ზონაში“, - დასძინა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner