უკრაინის დედაქალაქ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ჯონსონი უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრე სიბიგამ გაავრცელა.
„ბორის ჯონსონი კიევშია დიდი ბრიტანეთის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მხრივ ლიდერია. ასევე ის ანტისაომარი კოალიციის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლიდერია“, - განაცხადა სიბიგამ.