„თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, უკრაინაში ვიზიტით სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავა. ამასთან, CNN აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.