logo_geo
eng_logo
უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა
- +

14 აპრილი. 2022. 20:31

 

 

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ მხარი 365-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უმაღლესი რადა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაგმოს სამხედრო დანაშაულებები კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინაში ახორციელებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner