„ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ფინეთი მზად არის რუსეთის მხრიდან სხვადასხვა სახის საფრთხეებისთვის,“ - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ.
„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, როგორც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმიდან ვხედავთ, სადაც ასევე ჩნდება უსაფრთხოების ახალი საფრთხეები. ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ ყველა ეს განსხვავებული საფრთხე“, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
13 აპრილს, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მხრიდან ყველა სახის ქმედებებისთვის. განსხვავება პარტნიორობასა და წევრობას შორის ძალიან ნათელია და ასე დარჩება. არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიების სხვა გზა, გარდა ნატოს შეკავებისა და საერთო თავდაცვისა, რაც გარანტირებულია ნატოს მე-5 მუხლით“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფინეთი ნატოსთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს შეუერთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.