logo_geo
eng_logo
პოლონეთმა რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვანახშირის იმპორტზე ემბარგო დააწესა
- +

15 აპრილი. 2022. 12:26

 

 

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვაზე კანონს ხელი მოაწერა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კანონის მიზანი ეროვნულ დონეზე ისეთი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ მიღებული სანქციები ეფექტიანად განახორციელოს.

 

კანონი პოლონეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან ან ბელარუსის ტერიტორიიდან ნახშირისა და კოქსის იმპორტს კრძალავს, რომლის მონიტორინგზე პასუხისმგებელი საბაჟო და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი იქნება.

 

მედიის ცნობით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებიც ზემოხსენებულ აკრძალვას დაარღვევენ, 20 მილიონი პოლონური ზლოტის (PLN) ოდენობის ჯარიმის გადახდის საფრთხე დაემუქრებათ.

 

ხაზგასასმელია ისიც, რომ კანონი ძალაში მისი გამოქვეყნების მომდევნო დღიდან შევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner