logo_geo
eng_logo
„ბაიდენი მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ უკრაინაში პრეზიდენტს არ ვაგზავნით“ - თეთრი სახლის პრესმდივანი
- +

15 აპრილი. 2022. 19:44

 

 

  პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. 

„ის მზად არის ყველაფრისთვის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ უკრაინაში პრეზიდენტს არ ვაგზავნით. გამგზავრება არ არის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმებში“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა მზად, უკრაინაში გაემგზავროს,  ბაიდენმა კი მათ უპასუხა: ამ საკითხზე უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ, ასევე, განაცხადა, რომ თეთრი სახლი განიხილავს აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნას უკრაინაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner