კარლ ნეჰამერი: ავსტრია რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტას, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლებს
-
+
18 აპრილი. 2022. 13:11
„ავსტრია რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტას, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეძლებს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში.
ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ავსტრია 80%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.
„ასე რომ, შეუძლებელია, ეს დღეს ან ხვალ მოხდეს“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.