logo_geo
eng_logo
მარიუპოლის საზღვაო ქვეითების მეთაური მსოფლიო ლიდერებს: შესაძლოა, ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს
- +

20 აპრილი. 2022. 11:29

 

 

მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ „აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა.

 

ვოლინას თქმით, მათ შესაძლოა, რამდენიმე დღე ან საათები აქვთ დარჩენილი და ეს მათი უკანასკნელი მიმართვა იყოს.

 

„მტერი 10-ჯერ მეტია. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ მათ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა სერგეი ვოლინამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner