მიუხედავად იმისა, რომ მარინ ლე პენი უკრაინაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან დაკავშირებით მისი განცხადებების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას თავისი პოზიციის გადახედვა შესთავაზა.
„თუ მარინ ლე პენი მიხვდება, რომ ის ცდებოდა, ჩვენი ურთიერთობა შეიძლება შეიცვალოს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას ემანუელ მაკრონთან ურთიერთობა აქვს, რომლის დაკარგვა არ სურს.