ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მგვტ-ის სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ „მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით გარდა ქარის სადგურებისა, ასევე შესაძლებელია მზის ენერგიის განვითარებაც.
„ბავშვივით მიხარია ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება.
ამ მიმართულებით, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ახლო მომავალში დაიწყება პირველი მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაც", - აღნიშნა კალაძემ.