logo_geo
eng_logo
დნეპროპეტროვსკის რეგიონში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა 8 შენობა
- +

24 აპრილი. 2022. 12:29

 

 

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ სარაკეტო სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა შენობა დაინგრა. ამის შესახებ ტელეგრამის არხზე დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

 

„რაკეტა მოხვდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურას. დაიღუპა 48 წლის მამაკაცი. დაინგრა 8 შენობა. სამი მანქანა და ერთი სატვირთო მანქანა ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. აფეთქების ტალღის შედეგად მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსის ფანჯრები დაიმსხვრა, კარები კი ბლოკირებულია“, - აღნიშნა მან.

 

რეზნიჩენკომ დასძინა, რომ ორი რაკეტა მოხვდა სამრეწველო საწარმოს, რის შედეგადაც საწარმოს შენობა დაინგრა. მისი თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 21 აპრილს დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსი დამპყრობლების სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა - ორი მამაკაცი და სამი ქალი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner