logo_geo
eng_logo
დონეცკში დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა
- +

24 აპრილი. 2022. 14:44

 

 

დონეცკის რეგიონში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.

 

დონეცკის რეგიონის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს თქმით, 5 და 14 წლის გოგონები მაშინ დაიღუპნენ, როდესაც შენობა დაინგრა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.

 

კირილენკომ მოსახლეობას საბრძოლო მოქმედებების მახლობლად, ევაკუაციისკენ მოუწოდა.

 

შეგახსენებთ, გუშინ მეზობელი ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაბომბვა გააძლიერეს.

 

ცნობისთვის, რუსეთი თავისი საომარი ძალისხმევის დიდ ნაწილს ახლა უკრაინის აღმოსავლეთში მიმართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner