-
+
25 აპრილი. 2022. 01:08
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, ალექსი არესტოვიჩის ინფორმაცით, კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არესტოვიჩის ინფორმაციით, ახლა ისინი კიევში არიან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან.