„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინაში ომის დასასრულებლად“, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
„საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე. პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყანაში ადამიანთა ტკივილის მინიმუმამდე შემცირება“, - აღნიშნა გუტერეშმა.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ხვდება. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.