ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა, რომ არავის სურს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ხილვა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის რისკები ახლა საკმაოდ არსებითია და არ შეიძლება, ეს საფრთხე სათანადოდ არ შეფასდეს.
„არავის სურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ჩინეთი იმედოვნებს, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდესა და თავშეკავებას და რაც შეიძლება მალე დაამყარებენ მშვიდობას და თავიდან აიცილებენ უფრო მძიმე საფასურს ევროპასა და მსოფლიოსთვის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გაიზარდა გეოპოლიტიკური კონფლიქტების მორევი ევროპაში, ცივი ომის დასრულებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.