logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ევროკავშირმა ნავთობის ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში უნდა შეიტანოს
- +

27 აპრილი. 2022. 23:03

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ნავთობის ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში უნდა შეიტანოს.

„ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე ევროკომისიას უკრაინულ სამრეწველო საქონელსა საკვებზე ტარიფების, კვოტების გაუქმებისთვის. განვიხილეთ შემდგომი მხარდაჭერა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner