უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ნავთობის ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში უნდა შეიტანოს.
„ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე ევროკომისიას უკრაინულ სამრეწველო საქონელსა საკვებზე ტარიფების, კვოტების გაუქმებისთვის. განვიხილეთ შემდგომი მხარდაჭერა. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების მე-6 პაკეტზე ისაუბრა, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.