logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით, ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია
- +

28 აპრილი. 2022. 01:32

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ იქ განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

მისი თქმით, ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყველასთვის რისკია.

„ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს ტელეანძა ააფეთქეს.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დნესტრისპირეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომა მოიწვია.

მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურმა დნესტრისპირეთში განხორციელებული აფეთქებების სერიის შემდეგ განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ გაურკვეველ წყაროებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner