ნუნუშა ვასაძე ხატია დეკანოიძეზე: ანსამბლეა, ეტყობა, ის ანსამბლი ჰგონია, ყველაზე ბანძი და უპერსპექტივო ცეკვა რომ დადგა, ცეკვა „აკერმანული“!
-
+
28 აპრილი. 2022. 15:08
ფეისბუქ-მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე სოციალურ ქსელში „ნაცმოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის სტატუსს ეხმიანება, სადაც დეკანოიძე წერს, რომ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო „ანსამლეაში“ მიიღო მონაწილეობა.
„შეცდომა კი არა, უკიდურესი გაუნათლებლობა და გოიმობაა „ანსაბლეა“. სწორია - ასამბლეა.
უცოდინარობა და ქვეყნის შეურაცხყოფაა „ლიტვა“. სწორია - ლიეტუვა.
ანსამბლეა ეტყობა ის ანსამბლი ჰგონია ამას, ყველაზე ბანძი და უპერსპექტივო ცეკვა რომ დადგა, ცეკვა „აკერმანული“, - წერს ნუნუშა ვასაძე.
