მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის, - განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოლდოვაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. მადლობა გადავუხადე ქართველ ხალხს მოლდოვის მიმართ გამოჩენილი სოლიდარობისთვის, მთელი რეგიონისთვის ამ რთულ დროს“, - დაწერა მაია სანდუმ Twitter-ზე.