გაზპრომის“ მიერ ბულგარეთთან და პოლონეთთან გაზის კონტრაქტების ცალმხრივი დარღვევა რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
„გაზპრომის“ მიერ ბულგარეთთან და პოლონეთთან გაზის კონტრაქტების ცალმხრივი დარღვევა რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია, რაც ადასტურებს რუსეთის, როგორც ენერგეტიკული მიმწოდებლის არასანდოობას. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს მოკავშირეებს და მათი ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაზე მუშაობს“, - დაწერა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე.