logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნორმალურად მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“ მთელი ძალისხმევით აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ
- +

29 აპრილი. 2022. 15:53

 

 

„ვერ უშველის ვერც არესტოვიჩის მარაზმატული შეძახილები და ვერც ვიღაც კორუმპირებული დასავლელი „პოლიტიკანების“ შეშფოთებები“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე მამუკა მდინარაძის facebook-სტატუსს, რომლის თანახმად მდინარაძე აცხადებს, რომ ომის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“.

 

„სრულად ვეთანხმები და არა მარტო მე. ნორმალურად მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“ მთელი ძალისხმევით აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან კარგად ხედავს და შესაბამისი დასკვნებიც გამოტანილი აქვთ. ასე რომ, ვერ უშველის ვერც არესტოვიჩის მარაზმატული შეძახილები და ვერც ვიღაც კორუმპირებული დასავლელი „პოლიტიკანების“ შეშფოთებები“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner