logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა, მოღალატეები არიან თავისი ქვეყნის და ხალხის, მათ კი მომავალი არ აქვთ
- +

29 აპრილი. 2022. 15:55

 

 

ექსპერტი ნინო ფოჩხუა მამუკა მდინარაძის ფეისბუქ-სტატუსს ეხმიანება, რომლის თანახმად მდინარაძე აცხადებს, რომ ომის პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სინამდვილეში ყოველთვის იყო და არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“.

 

მისი თქმით, მოღალატეები არიან თავისი ქვეყნის და ხალხის, ასე რომ არ იყოს, ჯერ მაშინ აღიმაღლებდნენ ხმას, როცა მიშა სისხლის გუბეებს აყენებდა საკუთარი მოქალაქეების.

 

„მარტო ომის პარტია არა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის „ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა“! ამაში ვეთანხმები მამუკა მდინარაძეს. დიახ, მოღალატეები არიან თავისი ქვეყნის და ხალხის, ასე რომ არ იყოს, ჯერ მაშინ აღიმაღლებდნენ ხმას, როცა მიშა სისხლის გუბეებს აყენებდა საკუთარი მოქალაქეების, არ ერიდებოდა რუსეთისთვის მიწების და სტრატეგიული ობიექტების გადაცემას, ახლაც ცრუ „დანოსს დანოსზე“ აგზავნიან უცხოელ პარტნიორებთან, რათა როგორმე ზიანი მიაყენონ საკუთარ სამშობლოს და ომის ქარცეცხლში გახვიონ. მოღალატეებს კი მომავალი არ აქვთ!“ - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner