გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ იგი აღფრთოვანებულია უკრაინელი ხალხის მედეგობითა და სიმამაცით.
„აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის მედეგობითა და სიმამაცით. ჩემი გზავნილი მათთვის მარტივია: ჩვენ არ დავნებდებით. გაერო გააორმაგებს ძალისხმევას სიცოცხლის გადასარჩენად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ამ ომში, როგორც ყველა ომში, მშვიდობიანი მოსახლეობა ყოველთვის იხდის ყველაზე მაღალ ფასს“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.