Reuters: რუსეთის რიტორიკის ბოლოდროინდელი ესკალაციის მიუხედავად, აშშ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს
-
+
29 აპრილი. 2022. 21:35
რუსეთის რიტორიკის ბოლოდროინდელი ესკალაციის მიუხედავად, აშშ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ მათი ბირთვული შესაძლებლობების მონიტორინგს. ჩვენი შეფასებით, არ არსებობს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე და ნატოს ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა პირმა.
28 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსული მხარის კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლოა.
„არავინ უნდა გააკეთოს უსაფუძვლო კომენტარები ბირთვული იარაღის გამოყენების ან მათი გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.