logo_geo
eng_logo
ზელენსკი TIME-ის კითხვაზე, როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ: დავბერდი
- +

30 აპრილი. 2022. 01:15

 

 

დავბერდი, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ TIME-ის კითხვაზე, როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ.

„გონებრივად, მორალურად დავბერდი. მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ, თუმცა დავბერდი მთელი ამ სიბრძნისგან, რომელიც არასდროს მსურდა. ეს არის სიბრძნე, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობასა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებებს. მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner