ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ჯარმა ოდესის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა ყირიმიდან განახორციელა
-
+
30 აპრილი. 2022. 23:07
ოდესის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ჯარმა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან განახორციელა,- ამის შესახებ ინფორმაციას ვიდეომიმართაში ოდესის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო ავრცელებს.
„დღეს მტერმა თავდასხმა განახორციელა დროებით ოკუპირებული ყირიმიდან, სარაკეტო კომპლექს „ბასტიონიდან“. ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი განადგურებულია“,- განაცხადა მარჩენკომ.
მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან