გაეროში ადასტურებენ, რომ უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დაბომბილ და პრაქტიკულად განადგურებულ ქალაქში წყლის, ელექტროენერგიის, საკვებისა და ბუნებრივი აირის გარეშე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი რჩება. ამასთან, ათასამდე მშვიდობიანი პირი და 500-ზე მეტი დაჭრილი მებრძოლის თავს „აზოვსტალს“ აფარებს - ეს ქალაქის უკანასკნელი ნაწილია, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ.
ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას „წითელი ჯვარიც“ ადასტურებს, თუმცა ორგანიზაციაში დეტალებზე არ საუბრობენ.