logo_geo
eng_logo
CNN: უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს
- +

2 მაისი. 2022. 20:50

 

 

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს, რაც პოტენციურად გაართულებს რუსებისთვის ქალაქზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების განხორციელებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა დაახლოებით 6 სოფელზე აღნიშნულ მხარეში, რითაც თავისი ძალები ოდნავ მიუახლოვდნენ რუსეთის მიწოდების ხაზებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner