უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს, რაც პოტენციურად გაართულებს რუსებისთვის ქალაქზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების განხორციელებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა დაახლოებით 6 სოფელზე აღნიშნულ მხარეში, რითაც თავისი ძალები ოდნავ მიუახლოვდნენ რუსეთის მიწოდების ხაზებს.