ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან პასუხისმგებლიანად იქცევა, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა „ქრონიკის“ კითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებს საქართველოში. ეუთო ასევე მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს“, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.