logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი უმაღლეს რადას: თქვენთან დღეს ერთი მესიჯი მაქვს, უკრაინა გაიმარჯვებს!
- +

3 მაისი. 2022. 17:25

 

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეოზარით უკრაინის უმაღლეს რადას მიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

 

„დღეს ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება. უკრაინა მოიგებს ომს და მისი გამარჯვების ისტორიები თაობიდან თაობას გადაეცემა. მომავალ თაობებს ეტყვიან, რომ უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს, თუ როგორ იბრძოლეს აგრესორებთან... მათ მოუყვებიან, როგორ აირჩიეს უკრაინელებმა თავისუფლება და როგორ თავგანწირვით იბრძოლეს სამშობლოსთვის“, - განაცხადა ჯონსონმა დაუნინგ-სტრიტიდან.

 

ბორის ჯონსონმა  სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებაც ისაუბრა. ჯონსონმა მიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინა გაერთიანებული სამეფოსგან უახლოეს მომავალში მორიგ სამხედრო დახმარებას მიიღებს.

 

„გამოგიგზავნით Brimstone-ს, ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს და ჯავშანტექნიკას ხალხის ევაკუაციისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ გვაქვს ახალი მხარდაჭერის პაკეტი 300 მილიონი გირვანქის ოდენობით“, - დასძინა ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner