logo_geo
eng_logo
BFMTV: ვალერი რაბომ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უარი თქვა
- +

3 მაისი. 2022. 19:44

 

 

„საფრანგეთის სოციალისტური პარტიის“ წევრმა, დეპუტატმა ვალერი რაბომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ავრცელებს.

მისი ცნობით, ვალერი რაბომ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტში „სოციალისტების“ ფრაქციის თავმჯდომარეა, წინადადება ელისეს სასახლიდან მიიღო, თუმცა უარი თქვა იმის გამო, რომ ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებულ საპენსიო რეფორმის პროექტს არ ეთანხმება.

რეფორმა საპენსიო ასაკის 62 წლიდან 65 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, რაბოს განცხადებით კი, ეს „მის მიდგომებს ეწინააღმდეგება“.

მანამდე მოქმედმა პრემიერმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებდა. ემანუელ მაკრონს, რომელმაც 24 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, მთავრობის წევრთა კანდიდატურები ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა მას არაერთხელ უთქვამს, რომ მთავრობის სათავეში ქალის ხილვა სურს.

საფრანგეთს პრემიერ-მინისტრი ქალი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ ჰყავდა - „სოციალისტების“ წარმომადგენელი ედიტ კრესონი მთავრობის თავმჯდომარე 1991-1992 წლებში იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner