logo_geo
eng_logo
გენერალი მარკ მილი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობასაც
- +

3 მაისი. 2022. 20:14

 

 

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მსოფლიო ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხის მომსწრეა.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობასაც, რომლის დასაცავად ჩემი მშობლები და ამერიკელების თაობები ასე იბრძოდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მარკ მილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება.

„დიდ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტის პოტენციალი იზრდება და არა მცირდება“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner