logo_geo
eng_logo
უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, რუსეთი გაუპატიურებას ომის ტაქტიკად იყენებს
- +

3 მაისი. 2022. 20:29

 

 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსეთი გაუპატიურების, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენებაში დაადანაშაულა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავე უწოდა.

კიევის მახლობლად განადგურებულ ქალაქ ირპინში ვიზიტისას, გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინა ინფორმაციას აგროვებს რუსული ძალების მიერ გაუპატიურების, წამებისა და ომის სხვა დანაშაულების ჩადენაზე.

მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს ქალების, მამაკაცების, ბავშვებისა და მოხუცი ქალების გაუპატიურებას. კითხვაზე, იყო თუ არა გაუპატიურება რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია ომში, მან უპასუხა:

დარწმუნებული ვარ, რეალურად ეს იყო სტრატეგია.

ვენედიქტოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მომხდარზე პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს.

„პუტინი 21-ე საუკუნის ომის მთავარი დამნაშავეა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიის დანაშაულზე, ყველამ ვიცით ვინ დაიწყო ეს ომი და ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner