გავრცელებული ინფორმაციით, ციმბირში ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა
-
+
8 მაისი. 2022. 11:35
ძლიერი ხანძარი ციმბირში - ცეცხლმა კრასნოიარსკის, კემეროვოსა და ხაკასიის დასახლებულ რაიონებში შეაღწია. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. ვრცელდება ინფორმაცია 8 გარდაცვლილის შესახებ. არიან დაშავებულებიც. საგამოძიებო კომიტეტი ხანძრის მიზეზის დადგენას ცდილობს.