logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი ვლადიმირ პუტინს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში
- +

9 მაისი. 2022. 11:29

 

 

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი უკრაინაში.

 

გერმანულ გამოცემა „დიე ველტთან“ საუბრისას, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პუტინმა შეიარაღებული ძალები უკრაინიდან უნდა გაიყვანოს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.

 

„ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას, რომელიც იცავს საკუთარ უფლებას თავდაცვაზე“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

 

სტოლტენბერგის თქმით, 9 მაისის სიტყვით მიმართვას რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად იყენებს დასავლეთის შესახებ სიცრუის გასავრცელებლად და NATO-ს გასაკრიტიკებლად.

 

„ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner