ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აღდგენისთვის დაახლოებით 500-600 მილიარდი ევრო სჭირდება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ თანხის დიდ ნაწილს დაფარავს.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ასეთი ძალისხმევა მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაციას და ევროკავშირი მზად არის, კოორდინაცია გაუწიოს ამ ძალისხმევას.
ვალდის დომბროვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი უზრუნველჰყოფს დიდ და ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინის აღდგენის საჭიროებებისთვის.