უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მაშინ დასრულდება, როდესაც უკრაინა თავის ტერიტორიებსა და ხალხს დაიბრუნებს.
„ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. მე ღიად ვამბობ: ზედმეტი არ გვჭირდება. ჩვენ გვსურს, მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას. რუსეთმა ჩვენი ყველა უფლება დაიპყრო: უფლება ჩვენს მიწაზე, არჩევანის უფლება და საბოლოოდ მივედით სიცოცხლის უფლებამდე”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელებს სურთ დაიბრუნონ თავისი მიწა, ადამიანები, თავისუფლება და არჩევანის უფლება.