logo_geo
eng_logo
მიხაელ გალერი: მოხარულები ვართ და ყველა მივესალმებით ფინეთის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ
- +

12 მაისი. 2022. 20:41

 

 

“მოხარულები ვართ და ყველა მივესალმებით ფინეთის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს არის ძალიან სწრაფი და ძალიან საჭირო რეაქცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომზე,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი იღებს იმის საწინააღმდეგოს, რაც სურს.

 

„ფინეთის გაწევრიანება და დიდი იმედი მაქვს, შვედეთის ნატოში შესვლაც, ნიშნავს ჩვენი ერთიანობის სიმტკიცეს. პუტინმა ვერაფერი ვერ გათვალა და ეს უკვე ზედაპირზე ჩანს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაწევრიანების პროცესი ძალიან მალე წარიმართება. უსწრაფესად მოხდება რატიფიკაციის პროცედურაც და საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ამას ივნისის ბოლომდე, ნატოს სამიტამდე შევძლებთ. სხვა ქვეყნებისთვის, რომლესაც სურთ გაწევრიანება ძირითადი პრინციპი უცვლელია - პირველ რიგში გვჭირდება მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი და ასევე, ქვეყანას უნდა შეეძლოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. ახლა უკრაინაში ცხელი ომია და ქვეყნის გაწევრიანებაზე მსჯელობა ვერ იქნება. დღის წესრიგში არ ყოფილა და ისე გამოიყენა ეს თემა პუტინმა ომის დაწყების წინაპირობად. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთის თამაშით მოქმედებას, რუსეთი ვერ გადაწყვეტს, ვინ გაწევრიანდეს ნატოში. ამ გადაწყვეტილებას ნატო პარტნიორებთან ერთად მიიღებს“, - განაცხადა მიხაელ გალერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner