-
+
12 მაისი. 2022. 22:38
24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. როგორც BBC წერს, ამ მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების გამო, 8 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილი გახდა. ლტოლვილთა უმრავლესობა პოლონეთში, სლოვაკეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ჩავიდა.