საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შრომის მინისტრი, ელისაბედ ბორნი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, ელისაბედ ბორნი მეორე ქალია, რომელიც საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს.
მანამდე, საფრანგეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა ემანუელ მაკრონს გადადგომის მოთხოვნით მიმართა, რითაც გზა გაუხსნა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის განახლებას.