უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე 264 სამხედროს გაყვანა დაადასტურა.
„ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინელი დამცველების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია დაიწყო. ისინი ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი მათ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცვლითი პროცედურის მეშვეობით დააბრუნებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო
უწყების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალის“ ქარხნიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანის შესახებ.